RSS Feed
  1. მთავარი

    ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია ბავშვისადმი არაღირსეული მოპყრობის შემთხვევები. ბავშვთა მიმართ ძალადობასა და უგულებელყოფას მძიმე და გრძელვადიანი შედეგები აქვს, რომელიც ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის განვითარებაზე ჰპოვებს ასახვას. ბავშვთან არაღირსეულად მოპყრობის ფენომენი დაკავშირებულია სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და პროფესიულ სფეროებთან. აქედან გამომდინარე, პრობლემის გადაჭრაც მულტიდისციპლინარულ მიდგომას საჭიროებს. საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი, კერძოდ ,,ბავშვთა დახმარების ცენტრი’’, მუდმივად ცდილობს ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვასა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და გარკვეულ სამედიცინო დახმარებას სთავაზობს.

    ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ მუშაობს შემდეგი 6 მიმართულებით:

    1.ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლი ბავშვებისათვის კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა;

    2.საზოგადოებისათვის ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის პრობლემის გაცნობის მიზნით, კამპანიების ჩატარება;

    3.ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ლობირება და დაცვა;

    4.ბავშვებისათვის საკუთარი უფლებების გაცნობა;

    5.ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების მომზადება და აუცილებელი უნარების განვითარება.

    6.სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის საკითხის მიმართ შესაფერისი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით.